დონალდ ტრამპი აშშ-ის ხარჯების ტრილიონი დოლარით შემცირებას გეგმავს

Published:

დონალდ ტრამპს სურს აშშ-ის ხარჯების ტრილიონი დოლარით შემცირება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში დაწერა.

ტრამპის თქმით, შეხვდა პალატის სპიკერს და ზოგიერთ “უფრო კონსერვატიულ წევრს” და განუცხადა მათ, რომ ის “ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირების მომხრეა”.

„ჩვენ ვაპირებთ ხარჯების შემცირებას, იმედია 1 ტრილიონ დოლარზე მეტით და ეს ყველაფერი იქნება ერთი დიდი შესანშნავი კანონი“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

სწორედ ამიტომ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და მისი პალატის წევრები და სენატორები სერიოზულად იმოქმედებენ ამ მასშტაბური ხარჯების შემცირებისთვის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img