ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო 25%-იან ტარიფს უწესებს

Published:

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 9 აპრილს,  მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას შეერთებული შტატების წინააღმდეგ  საპასუხო ზომების შემოღების შესახებ.

ევროკავშირი აშშ-ს საპასუხო 25%-იან ტარიფს უწესებს, რომელიც 22 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციაზე გავრცელდება.

აღნიშნული ზომები პირველი ნაბიჯია და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ 26 მილიარდი ევროს ღირებულების ალუმინსა და ფოლადზე მარტში დაწესებული ტარიფების გამო შემუშავდა.

ტარიფები ძალაში 15 აპრილიდან შევა.

ალუმინსა და ფოლადის გარდა, დონალდ ტრამპმა 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ხოლო 20% სხვა დანარჩენ პროდუქციას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img