ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

Published:

8 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7563 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გაუფასურდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.89 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0143 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.40 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5179 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 7.25 თეთრი შეადგინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img