9 აპრილის მემორიალი პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან რჩებიან.
მოქალაქეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. ისინი ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მათ სიმბოლურად დილის 4:00 საათზე 9 აპრილს დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს და ფიცი დადეს.