სახალხო დამცველი – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მომავალი

Published:

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მომავალი. ამ დღემ მთელ ერს დაანახა, რომ მომავალი თაობების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის განახლება, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საბჭოთა ჯარის სადამსჯელო ღონისძიებას შეწირული 21 ადამიანის მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია და უკვე 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტი მივიღეთ, 26 მაისს კი საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

„მადლობა მათ ჩვენი თავისუფლებისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img