უკრაინას 1 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს გადავცემთ – ბელგიის პრემიერ-მინისტრი

Published:

 აპრილს კიევში ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა დახმარების ახალ პაკეტს 2025 წლისთვის მიიღებს. მისივე თქმით, დახმარება ყოველ წელს გაგრძელდება.

„ყოველწლიურად ერთ მილიარდს გამოვყოფთ თავდაცვის საკითხებისთვის“, – განაცხადა მან.

დე ვევერმა აღნიშნა, რომ დიდი ინტერესია, უკრაინაში ბელგიური თავდაცვის წარმოება განლაგდეს. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, დღეს ოთხი შესაბამის კონტრაქტს მოეწერება ხელი.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში და ასევე გვჭირდება ევროპის ხელახალი შეიარაღება ახალი რუსული აგრესიისგან. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, რათა დავინახოთ, როგორ შეიძლება დაინტერესდეს ჩვენი კერძო სექტორი უკრაინაში ინვესტიციებით და განავითაროს შესაძლებლობები ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img