ზედიზედ მესამედ — გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია!

Published:

ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) დაეუფლენ.

მაჭარაშვილმა რადოსლავ ბარანის (პოლონეთი) და რიჩარდ ვეგის (უნგრეთი) დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია. ის ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. აღსანიშნავია, რომ მეტოქემ ქართველს გამარჯვება არ მიულოცა.

სამწუხაროდ, მედლების მოპოვება რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) და გოგა ოთინაშვილმა (65 კგ) ვერ შეძლეს.

სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ფინალში გავიდა, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ისინი ხვალ იჭიდავებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img