ახალგაზრდული პლატფორმა “თერგი” , “სფერო ჰოლდინგთან” თანამშრომლობით ხსნის, ანტრეპრენერთა კლუბს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის გენერალური პარტნიორი“სფერო ჰოლდინგია”!
კლუბის მიზანია აღმოაჩინოს უნივერსიტეტში სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ბიზნეს იდეები ან მეტიც, უკვე ფლობენ საკუთაც მცირე ან საშუალო ბიზნესს.
კლუბის შეხვედრების ფარგლებში, სტუდენტები სრულიად უფასოდ ისწავლიან ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ბიზნესის განვითარებისათვის. ამასთან, ექნებათ პრაქტიკული სამუშაოები, რაც კიდევ უფრო სრულყოფს მათ ცოდნას.
პროექტის დასასრულს კი, “სფერო ჰოლდინგი” მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვონ ინვესტიცია საკუთარი ბიზნესისთვის და აქციონ ოცნება რეალობად!
( ღონისძიება ოფიციალურად ხვალ 11 აპრილს, 18:00 საათზე თსუ-ის 1-ელ (პირველ) კორპუსში საზეიმოდ გაიხსნება)