“ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!
არ იცით ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? მაგრამ არ მიკვირს თქვენგან!
გენერალი ლებედის – ცხრა აპრილის ერთ-ერთი ჯალათის მთავარ დამფინანსებელს – ივანიშვილს და მის რეჟიმს, რა საერთო გაქვთ 9 აპრილის გმირებთან ან საქართველოს თავისუფლებასთან?-არაფერი!
შეწყვიტეთ ძალადობა, ცრუ პროპაგანდა და ტალახის სროლა!
ეს ვერ გიშველით და გამოგიყვანთ კრიზისიდან.თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!” -აცხადებს გიორგი ვაშაძე