Prada-მ Versace 1.38 მილიარდ დოლარად შეიძინა

Published:

Prada-მ Versace-მ 1.38 მილიარდ დოლარად შეიძინა. იტალიურმა კომპანია Prada-მ აგრეთვე იტალიური Versace-ს შეძენა გადაწყვიტა, რაშიც მზადაა $1.38 მილიარდი გადაიხადოს და გარიგების შედეგად მაღალი მოდის წამყვან იტალიურ კონგლომერატად იქცეს. მილანური ჯგუფი, რომელსაც დიზაინერი მიუჩია პრადა და მისი ქმარი, პატრიციო ბერტელი მართავენ, გარიგების დასრულებას მიმდინარე წლის მეორე ნახევარში აპირებენ.

როგორც Reuters წერს, Prada ცდილობს გაფართოებას, ფუფუნების მოთხოვნის შენელების წინააღმდეგ, ხოლო Versace ზარალზე მუშაობდა, შერწყმა კი გაააძლიერებს იტალიას ფუფუნების ინდუსტრიაში.

გარიგება მოჰყვა 13 მარტს განცხადებას, რომ დონატელა ვერსაჩე ტოვებდა მისი გარდაცვლილი ძმის, ჯანის მიერ დაარსებული ბრენდის მთავარი კრეატიული ოფიცრის თანამდებობას.

დღეს, Prada-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $15.8 მილიარდია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელიც ტანსაცმლის მწარმოებლებს შორის მე-16 ადგილს იკავებს, ფუფუნების საგნების ბაზარზე კი, საერთოდაც, ათეულში შედის. აღნიშნული კომპანია, ისევე, როგორც ფაქტობრივად ყველა სხვა მოდის სახლი მისი დამფუძნებლის, დიზაინერ მარიო პრადას გვარს ატარებს, რომელმაც Prada ჯერ კიდევ 1913 წელს დააფუძნა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img