საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ინდოეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდასაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, ინდოეთში შეხვედრები გამართა. ინფორმაციას საქართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ინდოეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მეეტა რაჯივლოჩანს შეხვდნენ.გივი მიქანაძემ მეეტა რაჯივლოჩანს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და ახალგაზრდობის კონტექსტში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობა გააცნო.თავის მხრივ, მასპინძელმა კომიტეტის წევრებს ახალგაზრდობის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები გაუზიარა.მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრები – გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და კონსული ქეთევან ლაგვილავა.