CNN-ის ცნობით, თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 145 პროცენტამდეა გაიზარდა.
125%-იანი “საპასუხო” ტარიფი, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის მიმართ გუშინ გამოაცხადა, უკვე მოქმედ 20%-იან ტარიფს ემატება.
ტრამპმა 20%-იანი ტარიფი არალეგალურ იმიგრაციას და შეერთებულ შტატებში ფენტანილის შემოდინებას დაუკავშირა, რაშიც მან ჩინეთი დაადანაშაულა.