რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქს თავს დაესხა, რის შედეგადაც საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

Published:

რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ სტეფნოგორის მართვადი ავიაბომბებით თავს დაესხა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ცხრასართულიანი შენობა და ხანძარი გაჩნდა.ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოქლის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

“ელექტრომომარაგება შეწყდა, ხანძარი გაჩნდა ცხრასართულიან კორპუსში. მტერი თავს დაესხა ფრონტის ხაზის სტეფნოგორის საცხოვრებელ კორპუსს,” – წერს ფიოდოროვი რელეგრამ-არხზე.

რუსებმა გამოიყენეს მართვადი ბომბები და შეუტიეს საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, რის შედეგედაც ცხრასართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ფიოდოროვის თქმით, არავინ დაშავებულა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img