ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი 24-25 აპრილს, თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება

Published:

ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის, ზურაბ წერეთლის ცხედარი მოსკოვიდან თბილისში უკვე გადაასვენეს — ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში განაცხადეს, ცხედარი უკვე თბილისშია, თუმცა ამ ეტაპზე მუზეუმში ჯერ არ არის დასვენებული.

23 აპრილს მოსკოვის ცენტრში, ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაიმართა საზეიმო გამოსამშვიდობებელი ცერემონია.

თბილისში, სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება (მისამართი: რუსთაველის გამზირი №27).

დაკრძალვა 26 აპრილს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართება — წერეთლის ნეშტი მის მეუღლეს, ინესა ანდრონიკაშვილს გვერდით მიაბარეს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში, 22 აპრილს, მოსკოვში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img