სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ, ახალგაზრდულმა პლატფორმა „თერგმა“, „სფერო ჰოლდინგთან“ პარტნიორობით, ანტრეპრენერთა კლუბი უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გახსნა!
ეს შანსია სტუდენტებისთვის, რომლებიც ბიზნესით უკვე დაინტერესებულნი არიან ან საკუთარი იდეის რეალიზაციაზე ფიქრობენ. კლუბის წევრები უფასოდ შეისწავლიან თანამედროვე ბიზნეს უნარებს, იმუშავებენ პრაქტიკულ ამოცანებზე და მიიღებენ გამოცდილებას წარმატებული მენტორებისგან — მათ შორის პროფესორ რამაზ გერლიანისგან.
3-თვიანი პროგრამის ბოლოს, სტუდენტებს ექნებათ შანსი მოიპოვონ ინვესტიცია საკუთარი ბიზნესისთვის! ანტრეპრენერთა კლუბი ეს არის ადგილი, სადაც იდეები „სფერო ჰოლდინგის“ მხარდაჭერით რეალობად იქცევა.