რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალვის ცერემონიისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ცნობით, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც შაბათს გაიმართება, 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.მათ შორის იქნებიან მსოფლიოს ლიდერები, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები.უკვე რამდენიმე დღეა, რაც სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკასთან, სადაც პაპი ფრანცისკე მისი ანდერძის თანახმად დაიკრძალება, ათასობით ადამიანი ლოცულობს