ტრამპის თქმით, თუ რუსეთი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს, ეს დიდი დათმობა იქნება

Published:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა “საკმაოდ დიდი დათმობებისთვის”.

რუსეთის მხრიდან დათმობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ტრამპის პასუხი იყო: “ომის შეჩერება. მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა.”

მას კვლავ ჰკითხეს, მოუწევდა თუ არა უკრაინას თავისი ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის დათმობა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. ამერიკელმა ლიდერმა თავის არიდებით უპასუხა: “ეს დამოკიდებულია რომელი ტერიტორიის”.

მან გაიხსენა, რომ უკრაინამ “ბევრი ტერიტორია” დაკარგა. ყირიმზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი დაბრუნება ძალიან რთული იქნება და დასძინა, რომ ნახევარკუნძულის ანექსია რუსეთმა ბარაკ ობამას დროს განახორციელა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთზე დიდ ზეწოლას ახდენს და მას სჯერა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება.

“მე დიდ ზეწოლას ვახდენ. თქვენ არ იცით, რა ზეწოლას ვახდენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img