მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს, 26 აპრილს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის, გვერდით დაკრძალავენ.
ზურაბ წერეთელი 22 აპრილის ღამით მოსკოვში 91 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის მსოფლიოში ცნობილი არაერთი ქანდაკების ავტორია. მის ნამუშევრებს შორისაა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 2006 წელს აღმართული წმინდა გიორგის მონუმენტი, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული კომპლექსი, „საქართველოს მატიანე“.