“BBC NEWS” – ის ცნობით პაპის დაკრძალვას 250,000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ხალხი პაპისთვის პატივის მისაგებად წმიდა პეტრეს სახელობის მოედანზე შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ მსოფლიო ლიდერები, როგორიცაა : დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვები.
რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს, სადაც მანამდე რამდენიმე საათიანი ცერემონია გაიმართა. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია ვატიკანმა დაადასტურა.