იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “რომასთან” 0:1 წააგო, “ნაპოლიმ” კი სახლში “ტორინოს” 2:0 სძლია, რითაც “ნერიაძურის” 3 ქულით გაასწრო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ახლა კალჩოს დასრულებამდე 4 ტური დარჩა და “პარტენოპეი” ჩემპიონობის მთავარი პრედედენტია. ტურინელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ DAZN-ს უთხრა, რომ ამ სეზონში სკუდეტოს მოპოვება სასწაულის ტოლფასი იქნება.
“ოთხი ნაბიჯი დარჩა. პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და ამას დიდი შრომით მივაღწიეთ. გუნდი სახლში თავის გულშემატკივრებთან ერთად თავის ძალას კიდევ უფრო აცნობიერებს და ასეთი სტადიონის თვალწინ თამაში კიდევ უფრო ადვილი ხდება.
რა თქმა უნდა, ბევრი ვიშრომეთ და ეს ყველაფერი ჩვენი შრომის შედეგია. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მომავალ სეზონში ჩვენთვის მათემატიკური ფაქტია, რაც შესანიშნავია იმის გათვალისწინებით, თუ საიდან დავიწყეთ. ვფიქრობ, ჩვენთვის სკუდეტოს მოპოვება სასწაულის ტოლფასი იქნება”, – აღნიშნა კონტემ.