გაერო ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ სამდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე – ჩვენ გვსურს ომის დასრულება

Published:

ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ჩვენ გვსურს ომის დასრულება, მაგრამ ის უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული და გაერო-ს ქარტიაზე, საერთაშორისო სამართალსა და ყველა შესაბამის რეზოლუციაზე მტკიცედ დაფუძნებული, – ასე ეხმაურება გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი, სტეფან დუჟარიკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ სამდღიანი ზავის გამოცხადებას.

მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი და მოიცავდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განმარტებით, გაერო აფასებს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის დასრულებას.

„ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის დასრულებას ჩვენი პოზიციის შესაბამისად, რომელიც ბევრჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ, ბევრჯერ გაცხადებულა“, – აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img