მამუკა ხაზარაძე ნანუკა ჟორჟოლიანს – „გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!“

Published:

დღეს დილიდან ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა.

აღნიშნულს სოციალური ქსელით კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა.

„ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა.
ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია, რომელიც არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალიან ცუდად მოუბრუნდება!
საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს!
Nanuka Zhorzholiani გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!“, – წერს ხაზარაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img