მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

Published:

მიხეილ ყაველაშვილი  ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

„პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ისაუბრეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგს, მშვიდობასა და სტაბილურობას. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში, სამივე ქვეყანას შორის, აღნიშნულ ფორმატში მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img