რუმინეთში ახალი არჩევნების ჩატარებას ელოდებიან

Published:

რუმინეთში 4 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდება. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა და ხმათა თითქმის 23% მიიღო. მოგვიანებით, სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კალინ ჯორჯესკუს დახვეწილი TikTok საარჩევნო კამპანია რუსეთის დაფინანსებით ხორციელდებოდა.

ახალი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოქალაქეები საკუთარ საჭიროებებზე საუბრობენ. რეგიონებში მცხოვრები რუმინელები აღნიშნავენ, რომ მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, რის გამოც ახალგაზრდებს ქვეყნიდან წასვლა და საზღვარგარეთ დასაქმება უწევთ.

სწორედ დიასპორაში კალინ ჯორჯესკუმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ხმათა 43% მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნებს 11 კანდიდატი ეყოლება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 11-დან ვერცერთი კანდიდატი 50% – იან ზღვარს ვერ გადალახავს, მეორე ტური ჩატარდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img