“თოდუას კლინიკა” ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published:

ე.წ. ვაგზლის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებიდან, მათ შორის, “თოდუას კლინიკიდან” პაციენტებისა და მედპერსონალის ევაკუაცია განხორციელდა — გადაიდო გეგმიური ოპერაციებიც.

“ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.

ე.წ ” ვაგზლის ბაზრობის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია , რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.

“თოდუას კლინიკა” აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით.

ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ “თოდუას კლინიკის” დიღმის და ვერის ფილიალები” — ვკითხულობთ თოდუას კლინიკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ხანძარი ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე დღეს დილით, დააახლოებით 6:15 წუთზე გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მცირე კერების დამუშავება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img