30-წლიანი შესვენების შემდეგ, მოსკოვიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი ავიარეისი განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დღეიდან აღდგა. რუსული მედიის ცნობით, ვნუკოვოს აეროპორტიდან პირველ რეისს UVT Aero ასრულებს.
სოხუმის აეროპორტი ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქიდან 18 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდასთან ახლოს მდებარეობს. ის გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა, თუმცა ომის გამო, აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება 1993 წელს შეწყვიტა.
ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ დაგეგმა აეროპორტის აღდგენა. 2023 წლის ოქტომბერში მან რეკონსტრუქციის ხელშეკრულება გააფორმა რუსულ კომპანია “ინფრასტრუქტურის განვითარებასთან”. მიმდინარე წლის 7 თებერვალს აეროპორტმა მოსკოვიდან პირველი სატესტო რეისი მიიღო.