ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 მაღაროელს — მერაბ სარალიძეს, გიორგი ნეფარიძეს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. დავის მხარე ოთხივე პირისთვის 5000-5000 ლარიან ჯარიმას ითხოვდა.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალს უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მომხდარი კი მათ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
29 აპრილის ღამეს, ჭიათურაში, საპროტესტო კარავში პოლიციამ ღამის 3:30 საათზე საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავეს.