„სფერო ჰოლდინგმა“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

Published:

უმსხვილესმა კორპორაცია „სფერო ჰოლდინგმა“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ჰოლდინგი ფორუმზე აქტიურად იყო წარმოდგენილი, როგორც კომპანია, რომელიც მუდმივად ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და ახალგაზრდებს თვითრეალიზებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.

კორპორაცია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ ახალი პროფესიები და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში წარმატებით განახორციელონ. დასაქმების ფორუმის ფარგლებში, სტუდენტებმა დეტალურად გაიგეს იმ ვაკანსიების შესახებ, რომლებიც ჰოლდინგის სტრუქტურაში არსებულ კომპანიებშია ხელმისაწვდომი.

ფორუმს ჰოლდინგის გარდა სხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კორპორაციაში ამ ეტაპზე ვაკანტური პოზიციები მედიის, საინფორმაციო საქმიანობის, ურბანული განვითარების, მარკეტინგის, სამართლისა და ადმინისტრაციის მიმართულებით არის.

„სფერო ჰოლდინგი“ არა მხოლოდ სამუშო ადგილებს ქმნის, არამედ ახალგაზრდებს განვითარების რეალურ შანსს სთავაზობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img