თურქეთში, კურორტ ბოდრუმში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ბიძგები ადგილობრივი დროით 02:48 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი მუგლას პროვინციაში, კურორტი ბოდრუმი იყო.