დონალდ ტრამპმა აშშ-ში 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ გამოაცხადა

Published:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს 8 მაისს, ხოლო პირველ მსოფლიო ომში – 11 ნოემბერს აღნიშნავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

„ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული შედეგის მისაღწევად.

ამით მე 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ვაწესებ,“ – წერს ტრამპი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ორივე ომი მოვიგეთ და არავინ იყო ჩვენს გვერდით ძალით, გამბედაობითა თუ სამხედრო ბრწყინვალებით“, „ჩვენ არასდროს არაფერს ვზეიმობთ – ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს!“

„ჩვენ კვლავ ვიზეიმებთ ჩვენს გამარჯვებებს!“ – აღნიშნა ტრამპმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img