გზების დეპარტამენტი – სოფელ ბაბილთან ჩამოსული მეწყერი ინტენსიურად იწმინდება და მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება

Published:

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

„სოფელ ბაბილთან მეწყერი 5 მაისს გამთენიას ჩამოწვა, რის გამოც დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img