გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს.
როგორც “რუსთავი 2-ს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.