რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე

Published:

უკრაინის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ გასულ უქმეებზე რუსი სამხედროების მიერ დრონების გამოყენებით დედაქალაქ კიევზე თავდასხმისას 11 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვი.

ადგილობრივი მოსახლეობა იერიშს იხსენებს. 83 წლის პენსიონერ ვალენტინა ფესიუკს ხმაურზე გამოეღვიძა. დაახლოებით ღამის პირველის ნახევარი იქნებოდა,  სახლი რომ შეირყა.  მე-12 სართულზე ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა,  ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები.

მიკოლა დემიდენკოს მეუღლემ აფეთქების დროს მოასწრო დერეფანში გასვლა, თავად კი იატაკზე დაეცა. თუმცა მათთვის ახლა მთავარი ისაა, რომ ყველა გადარჩა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img