თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა დაადასტურა, რომ „ReArm Europe“-ის გეგმის ფარგლებში 800 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის ნაწილი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას მოხმარდება.
კუბილიუსმა განმარტა, რომ ReArm Europe-ის გეგმა ორი ძირითადი ელემენტისგან შედგება: წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯების 650 მილიარდი ევროს ოდენობის პროგნოზირებული ზრდისა და 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხები თავდაცვის შესყიდვებისთვის.
„მხოლოდ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ 150 მილიარდი ევროს ინსტრუმენტის ფარგლებში სესხის აღება, თუმცა მათ შეუძლიათ ამ თანხების გამოყენება უკრაინასთან ერთობლივი შესყიდვებისთვის, კერძოდ, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისგან უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის შესყიდვებისთვის.
და იმ 650 მილიარდიდან, რომელიც ეროვნული თავდაცვის ხარჯებისთვისაა განკუთვნილი, ნაწილი ასევე შეიძლება დაიხარჯოს უკრაინისთვის შეიარაღებაზე. ეს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა კუბილიუსმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.