მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ

Published:

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

აქციაზე ისმის შეძახილები „თავისუფლება მზია ამაღლობელს”.

აღნიშნულის პარალელურად, მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ შენობასთან არსებული ხმაური პროცესის ჩატარებას ხელს უშლის. მან ამ მიზეზით სხდომაზე შესვენება გამოაცხადა და თქვა, რომ პროცესი აქციის დასრულების შემდეგ განახლდება.

რაც შეეხება აქციას, ამაღლობელის მხარდამჭერები მოსამართლეს მიმართავენ, რომ ის „არსებული რეჟიმის შეცვლის შემდეგ ამაღლობელის პატიმრობის გამო პასუხს აგებს“.

„ირაკლი დგებუაძეს არ მიუღია არანაირი დაზიანება, ეს თქვა ექსპერტმა. შეგრცხვეთ, მოსამართლევ, თქვენი გადაწყვეტილების გამო არის მზია ციხეში! ვითხოვთ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. მოსამართლე! იცოდეთ, რომ რეჟიმი როცა შეიცვლება, უკანონო პატიმრობაზე მოგეთხოვებათ პასუხი“, – აცხადებს ერთ-ერთი მხარდამჭერი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img