სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო

Published:

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ერთმანეთს ხვდებიან, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, რუსულ მხარეს – კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.

შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვება.

რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის ცხრა წარმომადგენელი და უკრაინის დელეგაციის 11 წევრი სხედან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img