თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკუშა კაციას პროცესის პარალელურად ხმაურია

Published:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია.

თავდაპირველად, ხმაური ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას სხდომაზე დაგვიანებით არ შეშვებას მოჰყვა. აღნიშნული გააპროტესტეს როგორც ბრალდებულ ნიკუშა კაციას, ასევე დანარჩენი ბრალდებულების ოჯახის წევრებმა.

აღნიშნულს მანდატურის თანამშრომლებსა და სასამართლო შენობაში მყოფი პირების შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა და ჟურნალისტი დარბაზში შეუშვეს. თუმცა, ცოტა ხანში დერეფანში კვლავ დაპირისპირება მოხდა, მოსამართლემ კვლავ შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც დერეფანში მყოფ პირებს სასამართლო შენობა დაატოვებინეს. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.

დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა ნიკუშა კაციას დედა. სხდომათა დარბაზიდან ბრალდებული სასამართლოს თანამშრომლებს მიმართავდა, რომ დედამისს არ მიახლოებოდნენ.

როგორც შენობის დატოვების შემდეგ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, მას სასამართლოს შენობაში არ უშვებენ, რადგან უთხრეს, რომ “მანდატური დაწყევლა”.

“მანდატური დაწყევლეო მითხრეს, აი, მანდატურების უფროსი რომ არის, იმან სამს დაგვადო ხელი – მე, ჩემს პრესსამსახურს და საბა სხვიტარიძის დედას. ამიტომ შენობაში არ გვიშვებენ”,- განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” ჯაფარიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img