ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია! ესპანეთში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფინალურ დაპირისპირებაში, დანიელ ნეტო ტრინიდადი დაამარცხა.
„სფერო ჰოლდინგი“ საჯაროდ, სიამაყით ულოცავს ჩემპიონს ამ დიდებულ გამარჯვებას.
შეგახსენებთ, რომ ჰოლდინგის დამფუძნებელმა, გიგა წულეისკირმა ლაშა ბექაური მისი ღვაწლისა და სპორტული მიღწევების აღსანიშნავად გრიგოლეთში, უნიკალურ სასტუმრო კომპლექსში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტით დააჯილდოვა.
ჩვენთვის უდიდესი პატივია იმ ქართველების გვერდით დგომა, რომლებიც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ. ლაშა, გვეამაყები და კიდევ ერთხელ გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას.