დანია უკრაინას 628 მილიონის ღირებულების ახალ დახმარების პაკეტს გადასცემს

Published:

დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 26-ე პაკეტის დეტალები გამოაცხადა, რომლის ღირებულება დაახლოებით 4.2 მილიარდ დანიური კრონია (628.4 მილიონი აშშ დოლარი).

ამის შესახებ ნათქვამია დანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

დანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ზედიზედ 26-ეა, დაფინანსებულია უკრაინის ფონდისა და ევროკავშირის მექანიზმის – ევროპული მშვიდობის მექანიზმის – მიერ და გათვლილია 2025-2028 წლებისთვის.

პაკეტის ფარგლებში, უკრაინა მიიღებს დამატებით საარტილერიო ნაწილებს, ასევე საბრძოლო მასალას, რომელიც დაფინანსდება ე.წ. ჩეხური ინიციატივის ფარგლებში.

გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საჭირო აღჭურვილობას, გაფართოებულ საწვრთნელ ბაზას და სხვა დახმარებას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img