ლა ლიგის 37-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ 0:1 დამარცხდა.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა, რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, თუმცა ალექს ბერენგერისგან შორიდან დარტყმული ბურთი გაუშვა.
ქართველი “მესტალიადან” ტაშით გააცილეს. საქართველოს ნაკრების მეკარე შემდეგი სეზონიოდან “ლივერპულს” შეუერთდება.