ბელალ მუჰამედის ჯეკ დელა მადალენასთან საჩემპიონო ბრძოლის წაგების შემდეგ მსუბუქი წონის დივიზიონში ვითარება საბოლოოდ გაირკვა. ამჟამინდელმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა გადაწყვიტა ქამრის დაცვას აღარ დალოდებოდა და კარიერა ქვესაშუალო წონით კატეგორიაში გააგრძელა. შედეგად, მსუბუქი წონის ტიტული ვაკანტური გახდა, ხოლო UFC 317-ზე ოფიციალურად დაინიშნა საჩემპიონო დაპირისპირება – ილია თოფურიასა ჩარლზ ოლივეირას შორის.
ბრძოლა 28 ივნისს გაიმართება, ლას-ვეგასში, შეგახსენებთ, რომ ბრძოლა “MAIN EVENT”-ად არის გამოცხადებული.