ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ბრალდება, თითქოს სილქნეტის თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის მერიის მიერ სახურავებზე კავკასუს ონლაინის კაბელების ჩაჭრაში.
გვსურს განვაცხადოთ, რომ აღწერილი მოვლენები არანაირ კავშირში არ არის კომპანია სილქნეტთან და მის თანამშრომლებთან. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს აშკარა ცილისწამებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
ამასთან, იმ პერიოდში, რომელზეც ზემოხსენებული ჟურნალისტი საუბრობს, კომპანია სილქნეტი არ არსებობდა. კომპანიამ ოპერირება დაიწყო 2010 წლის მარტში.