გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Published:

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წიწამური, წეროვანი, მუხრანი, გოროვანი, სხალტბა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, ჯანგირაშვილის, წერეთლის, რუსთაველის, ლესელიძის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, გომეწარი, ხომი, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, წყაროთუბანი, ხევსურთსოფელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img