ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მანამდე, ABC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილზე სროლა მოხდა და შესაძლოა, დიპლომატიური მისიის ორი წარმომადგენელი ყოფილიყო მოკლული.
„ამ საღამოს [ადგილობრივი დროით] ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.
„ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, – წერს ნოემი.
მან ასევე პირობა დადო, რომ თავდამსხმელი მართლმსაჯულების წინაშე აუცილებალდ წარდგება. NBC-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
გავრცელებული ცნობით, დაკავებისას ის სკანდირებდა „თავისუფლება პალესტინას!“
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში, დენი დანონმა, სოციალურ ქსელში თავდასხმა ანტისემიტური ტერორიზმის საზიზღარ აქტად შეაფასა.