სალომე ზურაბიშვილი დიასპორის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

Published:

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დიასპორის დღესთან დაკავშირებით, ვიდეომიმართავს ავრცელებს.

„დღეს 27 მაისი არის დიასპორის დღე და პირველ რიგში მინდა დიასპორას ჩვენ მოქალაქეებს საზღვარგარეთ, ყველას მივულოცო 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღე, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო იძულებული გახდა წასულიყო საზღვარგარეთ.

ეს არის ის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს. მე ცოტა არ იყოს გამიკვირდა დღევანდელი პრემიერის სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და თავის დიასპორას შორის, რასაც ვეთანხმები, მაგრამ რასაც არ ვეთანხმები არის ის, რომ არა თუ მჭიდრო კავშირი, არამედ ყველაფერი კეთება და გაკეთდა, იმისთვის რომ ეს კავშირი იყოს, რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი, იმიტომ რომ შენ, როცა ხელისუფლება არ აძლევ საშუალებას შენ დიასპორას, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როცა ყველა ბერკეტს ხმარობ და ყველა ხრიკს იმისთვის, რომ ვერ მიიღოს დიასპორამ მონაწილეობა არჩევნებში და ერთი მილიონიდან ბოლო შედეგი არის ის, რომ რაღაც 34 000 შეძლო და მიიღო მონაწილეობა ეს ნიშნავს, რომ შენი მთავრობა, რომელიც არის საქართველოში არ გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img