4 ივნისიდან თბილისსა და რეგიონებში “თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” სტარტს უკვე მესამედ აიღებს.
ფესტივალი კომპოზიტორ დავით თორაძეს და მის შვილს, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს ალექსანდრე თორაძეს ეძღვნება.
წლევანდელი პროგრამა კლასიკური მუსიკის, ფოლკლორისა და საოპერო ჟანრის კონცერტებს მოიცავს, რომელშიც მონაწილებას ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ.