ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია

Published:

უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიას განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი სწავლება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს Taurus-ებზე რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბერლინში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img