29 მაისის ღამეს, რუსეთის ქალაქ სტავროპოლში, აფეთქების დროს, ქალაქის მერის მოადგილე, რუსეთის არმიის მაიორი ზაურ გურციევი, მოკლეს.
„სტავროპოლში, ჩეხოვის ქუჩაზე ღამის ინციდენტის შედეგად, დაიღუპა სპეციალური სამხედრო ოპეარციის [უკრაინის წინააღმდეგ ომი] ვეტერანი, გადაცემა „გმირების დროის“ მონაწილე, ზაურ გურციევი,“ – განაცხადა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა.
მისივე თქმით, ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური სამსახურები მუშაობენ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გუბერნატორის თქმით, ასევე განიხილება „ტერორისტულ თავდასხმაში“ „უკრაინული კვალის“ ვერსია.
Telegram-ის არხის Astra-ს ცნობით, გურციევი მარიუპოლის აღების ოპერაციის საჰაერო ნაწილს ხელმძღვანელობდა.