საქართველოში პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

Published:

პოლონეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, გამგზავრებამდე გაითვალისწინოს, არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს გაზრდის.
პოლონეთი ასევე აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ მათ, ვინც დემონსტრაციებში მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა, ჯარიმები დაეკისროს.

„საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img