Ballon d’Or 2025: კვარაცხელიამ ფინალში საკვანძო როლი ითამაშა და ოთხი პოზიციით წინ წაიწია

Published:

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, Goal-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა. პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 4 პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-7 ადგილზეა.

გამოცემა კვარაცხელიას შესახებ წერს: 

„2024/25-ის სეზონში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სერია А და საფრანგეთის თასი. გატანილი გოლებისა და შედეგიანი პასების რაოდენობა სრულად არ შეესაბამება ამ სეზონში მის თამაშს, მაგრამ ქართველმა პსჟ-სა და „ნაპოლიში“ ტიტულები მოიპოვა, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზე პარიზული გუნდის გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა. ევროტურნირებზე მისმა ზოგიერთმა გამორჩეულმა ასპარეზობამ, განსაკუთრებით „ასტონ ვილასთან“ მეოთხედფინალში გატანილმა ბრწყინვალე გოლმა, რა თქმა უნდა, ყურადღება მიიპყრო და ახლა ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ მეორედ მოხვდება „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატთა შორის“.

აღნიშნულია, რომ საბოლოო ცვლილებები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეიძლება დაფიქსირდეს.

ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება

1. უსმან დემბელე (პსჟ)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა)

3. რაფინია (ბარსელონა)

4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

5.კილიან მბაპე (რეალი)

6.  დეზირე დუე (პსჟ)

7.  ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

8. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)

9. პედრი (ბარსელონა)

10. ჰარი კეინი (ბაიერნი)

11. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

12. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

13. ვიტინია (პსჟ)

14. ჟოაო ნევეში (პსჟ)

15. ვიქტორ დიოკერეში (სპორტინგი)

16. ნუნო მენდეში (პსჟ)

17. ვინისიუსი (რეალი)

18. ჯუდ ბელინგემი (რეალი)

19. ბრედლი ბარკოლა (პსჟ)

20. დეკლან რაისი (არსენალი)

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img